სესიაშვილი სააკაშვილის მიმართვაზე: ვიღაც-ვიღაცები ჩვენი ქვეყნის თავისუფალ ცხოვრებაში ხელების ფათურს შეეშვან

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი სესიაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ საარჩევნო ვიდეო-მიმართვებთან დაკავშირებით ცესკო-სგან მკაცრ რეაგირებას ითხოვს.
სესიაშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვა არის კანონდარღვევა.
”არ მაინტერესებს სხვა ქვეყნის რიგითი ჩინოვნიკი, გუბერნატორი თუ ვიღაცა რა განცხადებებს აკეთებს. ჩემთვის მთავარია, რომ საქართველო კანონმდებლობა იყოს დაცული. საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვა არის კანონდარღვევა. ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მოვითხოვ, ამაზე მოხდეს მკაცრი რეაგირება და ვიღაც-ვიღაცეები ჩვენს ქვეყანის თავისუფალ ცხოვრებაში ხელების ფათურს შეეშვან”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის მოსახლეობისადმი მიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მიხეილ სააკაშვილი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ აჭარაში გატარებულ რეფორმებს იხსენებს.
მისი თქმით, რაც ბათუმში გაკეთდა, ეს იმის 20%-იც კი არ არის, რაც მთელ აჭარაში უნდა გაკეთდეს. მიხეილ სააკაშვილი აჭარის მოსახლეობას პირდება, რომ მათ გადაუწყვეტს დასაქმების, ფინანსურ და სხვა პრობლემებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები