“ახლადდაქორწინებულთათვის ბეჭდის გადაცემის ფაქტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ან ამომრჩევლის მოსყიდვა არ ყოფილა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ “შუამთობაზეახლადდაქორწინებული წყვილისთვის ბეჭდის გადაცემის ფაქტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ან ამომრჩევლის მოსყიდვა არ ყოფილა, – ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შუამთობა სახალხო დღესასწაულია, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან კონკრეტული თანხაა გამოყოფილი, მათ შორის, იმ ბეჭედისთვის, რომელიც პრემიერმა წყვილს აჩუქა. “ეს არ ყოფილა ამომრჩეველთან შეხვედრა, ან წინასაარჩევნო კამპანია.
შუამთობა” სახალხო დღესასწაულია, რომელიც აჭარაში ყოველ წელს იმართება. მე გავარკვიე, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, აღნიშნული დღესასწაულისთვის, კონკრეტულად კი, საქორწილო საჩუქრისთვის, ბიუჯეტიდან თანხა იყო გამოყოფილი. შესაბამისად, პრემიერის ქმედება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად, ან ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება. ამ ფაქტით აუდიტის სამსახურია დაინტერესებული და ვნახოთ, რა შედეგს გამოაქვეყნებს”,- განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შუამთობის დღესასწაულზე, ახალდაქორწინებულ წყვილს საჩუქრად ბეჭედი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები