თბილისში ბარაკის ტიპის სახლს ხანძარი გაუჩნდა

თბილისში დღეს გაჩენილმა ხანძარმა ბარაკის ტიპის სახლის 50-60 კვ.მეტრი ფართობი გაანადგურა.
“კვირას” ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე N 6 -ში მოხდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ორი ბრიგადა იმყოფებოდა. ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ხანძრის კერების ლიკვიდაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები