საქართველოს პრეზიდენტისა და რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა აღარ შედგება

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, საქართველოს პრეზიდენტისა და რეფერენდუმთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის თაობაზე განცხადება გააკეთა, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდინარე ეს დათქმული შეხვედრა აღარ შედგება,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები