საკანონმდებლო ინიციატივას ონლაინ–კაზინოების აკრძალვის შესახებ უკვე 12 317-მა ადამიანმა მოაწერა ხელი

უფლებადამცველი ორგანიზაციის „ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავლი“–ს მიერ წარმოდგენილი 6 საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად  ხელმოწერების შეგროვება კვლავ წარმატებით გრძელდება. ორი კვირის განმავლობაში 73 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
ამ დროისთვის ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოქალაქეების მხრიდან (12 317 ხელმოწერა) მიიღო კანონპროექტმა ონლაინ–კაზინოების აკრძალვის შესახებ.
„აღნიშნულ ინიციატივაზე ხელმომწერებს შორის ბევრი ისეთი ადამიანი იყო, რომელიც ონლაინ–კაზინოების უკონტროლო საქმიანობის შედეგად თავად დაზარალდა. ამ ადამიანების ახლობლები აზარტულ თამაშებზე ავადმყოფურად დამოკიდებულნი გახდნენ, აგებენ დიდ თანხებს, ყიდიან ყველაფერს, რაც კი გააჩნიათ, ვალებში იძირებიან და შედეგად თავს იღუპავენ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიღებით პარლამენტი უამრავ მოქალაქეს გადაარჩენს!“–ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის „ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავლი“–ს მიერ განვრცელებულ განცხადებაში.
ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ უფლებადამცველი ორგანიზაციის ცხელ ხაზს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 032) 239-22-11 и (551) 39-22-11 ან შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: listgeorgianfuture@gmail.com.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები