ოთარ დანელია: რთველის სუბსიდირების შეწყვეტა ნაადრევია

ჯერჯერობით რთველის სუბსიდირების შეწყვეტა ნაადრევია, – ამის შესახებ ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
დანელიას თქმით, სუბსიდიებს არ მიესალმება, თუმცა როგორც მინისტრმა განმარტა, დარგს სუბსიდირება ამ ეტაპზე ძალიან სჭირდება.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ ყველაფრის გათვალისწინებით ზუსტად გვესმოდეს ერთმანეთის მოთხოვნა-მიწოდების შესაძლებლობები, რათა გლეხებმა მიიღონ მაქსიმალური სარგებელი და ასევე ინდუსტრიისთვის ხელშემწყობი ღონისძიებები განვახორციელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ექსპორტი არის მზარდი და პოზიტიური ტენდენციებია, პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვხედავთ, რომ იკლებს ფასი.
შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჯერ ადრეა სუბსიდირების შეწყვეტა. თქვენ იცით პირადად ჩემი პოზიცია, რომ ნამდვილად არ მივესალმები სუბსიდიებს, თუმცა ვფიქრობ, რომ დარგს დღეს ეს ძალიან სჭირდება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს ხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები