ეუთოს წარმომადგენელი მედიისა თავისუფლების კუთხით საქართველოს პროგრესზე საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა წერილი გამოუგზავნა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან, ხელშესახებ და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ფართოდ აღიარებულ პროგრესს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით. აღნიშნულ კონტექსტში, ქალბატონი მიატოვიჩი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ამ სამაგალითო მიღწევის დაცვას და გაღრმავებას და შეინარჩუნებს ქვეყანაში მრავალფეროვან, აქტიურ დაპლურალისტულ მედიაგარემოს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დუნია მიატოვიჩმა მზადყოფნა გამოხატა დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვან პროცესში და მიაწოდოს აუცილებელი რეკომენდაციები.
წერილში ქალბატონი მიატოვიჩი მადლობას უხდის მიხეილ ჯანელიძეს მიმდინარე წლის 6-7 ივლისს თბილისში გამართული რიგით მე-13 სამხრეთკავკასიური მედია კონფერენციის მასპინძლობისთვის. ეუთოს წარმომადგენელი განსაკუთრებით მადლიერებას გამოთქვამს კონფერენციის მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და კონსტრუქციული ორმხრივი შეხვედრისათვის.
6-7 ივლისს თბილისში გამართულ მე-13 სამხრეთკავკასიურ მედიაკონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტმა ჟურნალისტმა, სამოქალაქო სექტორისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, მათთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებმა ბოსნია ჰერცეგოვინიდან, რუსეთის ფედერაციიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
Mijatovic-letter-2

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები