“არავითარ საარჩევნო სიაში არა ვარ, არ ვყოფილვარ და არც ვიქნები”

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მწერალი და ესეისტი, პაატა ქურდაძე, რომელიც ძმებ, ელდარ და გიორგი შენგელაიების წერილში ფიგურირებს, აცხადებს, რომ საარჩენო სიაში არ ყოფილა.
ქურდაძე საუბარში აცხადებს, რომ საარჩევნო სიაში არ ყოფილა და არც არასდროს იქნება.
“ნამდვილად ჩემზეა საუბარი. მხოლოდ არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მე არავითარ საარჩევნო სიაში არა ვარ. არ ვყოფილვარ და არც ვიქნები”, – აცხადებს ქურდაძე.
შეგახსენებთ, გაზეთ “რეზონანში” გამოქვეყნებულ წერილში, რომელსაც ხელს გიორგი და ელდარ შენგელაიები აწერენ, საუბარია იმაზე, რომ გორში “ქართული ოცნების” მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენისას, გიორგი შენგელაიამ მას სია გადასცა.
“ჩვენის აზრით, პარლამენტში უნდა იყვნენ არა მარტო საზღვარგარეთ ნასწავლი ახალგაზრდები, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ჭაღარა ხალხიც (შეხედონ ინგლისის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების პარლამენტებს). ჩვენ წარვუდგინეთ ბ/ნ კვირიკაშვილს ასეთი ხალხის სია და გიორგიმ გადასცა ეს სია გორში კვირიკაშვილს. ესენი არიან: ზურაბ აბაშიძე, პაატა ქურდაძე, პეტრე მამრაძე და იაგო კაჭკაჭიშვილი. შეისწავლონ ეს სია და დაიბარონ ისინი გასაუბრებაზე. გორში ჩვენი ლობირებული კანდიდატების სიის გადაცემისას კვირიკაშვილმა უთხრა გიორგის: “დაისვენეთ, ბატონო გიორგი, დაისვენეთო” (ანუ თავი დაგვანებეთო). გიორგის უნდოდა მისთვის თქმა, რომ ისვენებენ მხოლოდ საფლავში, მაგრამ გარშემო მყოფი გორელების მოერიდა”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები