კახა ბენდუქიძის თანამოაზრე, ვატო ლეჟავა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი გახდა

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ვატო ლეჟავა გახდა.
უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვატო ლეჟავა რექტორის თანამდებობაზე ცოდნის ფონდის დირექტორმა, ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ დანიშნა.
ვატო ლეჟავა ბოლო 4 წელი თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი გახლდათ. კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან დაახლოებით 2 წლის განმავლობაში იგი ცოდნის ფონდის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. ვახტანგ ლეჟავა ასევე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში. იგი კახა ბენდუქიძის თანამოაზრე და მოადგილე იყო ჯერ ეკონომიკის სამინისტროში, ხოლო შემდეგ რეფორმებისა კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები