ლევან იზორია: ნატო არის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი და პოლიტიკური მექანიზმი

ნატოსკენ სწრაფვა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ამოცანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განუცხადა და საზოგადოებას მოუწოდა, ნუ ექნებათ მოლოდინი კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით.
„ნატოსკენ სწრაფვა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ამოცანა. მე ახალი ფორმულაც კი მივაწოდე საზოგადოებას, რომ ნუ იქნება მოლოდინი კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, არამედ ნატო არის ჩვენი სასიცოცხლო ინტერესი, ჩვენი თვითმყოფადობის და თვითგამოვლენის ამოცანა, რომ ვიყოთ ინტეგრირებული დასავლეთ სამყაროში. ნატო არის ამ სამყაროს ერთერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი და პოლიტიკური მექანიზმი, ეს სწრაფვა უფრო ურყევი გახდება“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები