10 აგვისტო მამუკა კიკალეიშვილის დაბადების დღეა
10 აგვისტო მამუკა კიკალეიშვილის დაბადების დღეა. საქართველოს კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს მამუკა კიკალეიშვილის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე.
„თეატრისა და კინოს მსახიობი, მამუკა კიკალეიშვილი 1960 წლის 10 აგვისტოს დაიბადა.
მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; იყო მინიატურების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; დააარსა სტუდია „ტმს“.
1982 წლიდან იღებდნენ სხვადასხვა კინოსტუდიის ნამუშევრებში. მონაწილეობდა ფილმებში: „მას შემდეგ, რაც ერთად ვართ“, „არაჩვეულებრივი რეისი“, „ქართველები ცაში“, „ბატონი ავანტიურისტები“.
მსახიობს კინოში აღიარება მოუტანა ხატამის როლმა აზერბაიჯანულ ფილმში „არამზადა“. მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა სანჩო პანსას როლმა რეზო ჩხეიძის 12-სერიიან სატელევიზიო ფილმში „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“.
მამუკა კიკალეიშვილმა კოლორიტული სახეები შექმნა ფილმებში: „პასპორტი“, „უძინართა მზე“, „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“, ,,მე, პელეს ნათლია!” „დერიბასოვსკაიაზე კარგი ამინდია, ანუ ბრაიტონ ბიჩზე ისევ წვიმს“ და სხვა. ითამაშა მთავარი როლი თავის სარეჟისორო დებიუტში „ზნედაცემული ანგელოზი“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინორმაციაში.