10 აგვისტო გია ყანჩელისა და ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა

10 აგვისტოს ორი დიდი ქართველი მუსიკოსის – კომპოზიტორ გია ყანჩელისა (90 წლის გახდებოდა) და ქართული ტრადიციული მუსიკის ბურჯის ანზორ ერქომაიშვილის (85 წლის გახდებოდა) დაბადების დღეა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
„ბატონმა გიამ 2019-ში, ხოლო ბატონმა ანზორმა 2021-ში დაგვტოვა.
მათი შემოქმედებისა და ბიოგრაფიის მცირე ტექსტში მოქცევა შეუძლებელია.
ამ ორი ბუმბერაზის შემოქმედებითი დანატოვარი ფასდაუდებელია და წარმოადგენს ქართული მუსიკალური კულტურის საგანძურს“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხ. საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი, დოკ. ფილმი „წერილები მეგობრებს“.
ფილმის ბმული:  https://1tv.ge/video/gia-yancheli-werilebi-megobrebs/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები