“მთავრობა, პენსიონერებისთვის განკუთვნილი პროგრამის “ცხოვრება გრძელდება” პრეზენტაციას უახლოეს მომავალში გამართავს”

მთავრობა, პენსიონრებისთვის განკუთვნილი პროგრამის „ცხოვრება გრძელდება“ პრეზენტაციას უახლოეს მომავალში გამართავს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პროგრამა იმ პენსიონერებს შეეხებათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ.
„ეს არის შესაძლებლობა პენსიონერებისათვის და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი პესნიონერებისათვის, ვისთვისაც შემოსავალი ძალიან დაბალია, რომ მათ ჰქონდეთ გარკვეული ტიპის შეღავათები.
ეს შეღავათები შეეხება როგორც იმას, რომ მუშაობის დაწყების შემთხვევაში შეინარჩუნებენ პენსიას და სოციალურ დახმარებას, ისე დამსაქმებლებს, რომ შევიმუშაოთ სტიმულირების ძალიან კარგი მექანიზმები. ეს იქნება ერთიანი საკანონმდებლო პაკეტი. აქ არის საუბარი პენსიონერთა იმ ნაწილზე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს”’,- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის პენსიონერების დასაქმების პროგრამა, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს კომპანიებისთვის, რომლებიც პენსიონერებს დაასაქმებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები