“დღესაც რომ ვერ მიხვდები ადამიანი, რა ტიპის არის შენი ჩრდილოელი მეზობელი, ე.ი. ამას ვერასდროს ვერ მიხვდები”

„დღევანდელ დღესაც რომ ვერ მიხვდები ადამიანი, ვინ არის საქართველოს მტერი და ვინ-მოყვარე, დღევანდელი დღეც რომ ვერ დაგანახებს, რა ტიპის არის შენი ჩრდილოელი მეზობელი, რომ არ უნდა შეეცადო რაღაც გაუგებარი, გაურკვეველი, თუ გნებავთ მტრული პოლიტიკის წარმოებას, ე.ი. შენ ამას ვერასდროს ვერ მიხვდები“,- განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი დღის განწყობითი დამოკიდებულება უკავშირდება 8 წლის წინანდელ მოვლენებს, რომელმაც ქართულ სახელმწიფოს სერიოზული გამოცდა მოუწყო არა მხოლოდ 8 წლის წინ, არამედ შემდგომ პერიოდში და დღევანდელი დღის ჩათვლით „ჩვენ ამ გამოცდის პროცესში ვართ“.
„მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განსაკუთრებით იგრძნობა ემოციური დამოკიდებულება ამ თარიღისადმი. ორი ტიპის გეუფლება ადამიანს – ერთი მხრივ, ტკივილის, სინანულის, დარდის და მეორე მხრივ – სიამაყის. ჩვენ ალბათ, ეს სიამაყე უნდა შევინარჩუნოთ, როგორც საუკუნეების განმავლობაში ვინარჩუნებდით და ტკივილს ჩვენი გონიერებით ვუწამლოთ. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქართველი, თუ საქართველოს თითოეული მოქალაქე ამ ტიპის აზროვნებას საკადრის პასუხს ყოველთვის იმ ფორმით გასცემს, რა ფორმითაც იმსახურებენ. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ ანგარიშსწორებებს, მუშტი-კრივს და რაღაც ძალადობრივ დამოკიდებულებებს, რადგან ამის ღირსნი არ არიან, მაგრამ ამ ადამიანებს უნდა გაეცეს პასუხი, რომ დაინახონ სად არის მტრობა და სად არის მოყვრობა, მშვიდობიანი, განვითარებული ხვალინდელი დღე“,-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები