გიორგი აბაშიშვილი: სირცხვილია ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც მას არ ჩაუდენია

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კონსულტანტად პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძის დანიშვნას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სირცხვილია ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც მას არ ჩაუდენია.
„პირველ რიგში სირცხვილია, რომ ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც მას არ ჩაუდენია და ამავდროულად, ძალიან გასაკვირი და დამაფიქრებელია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ იხსენებს იმ სისხლიან ღამეს, როდესაც მოხდა ადამიანების მიზანმიმართული დარბევა და დაფიქსირდა ადამიანთა გარდაცვალების შემთხვევები”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი რეფერენდუმის საკითხსაც შეეხო. „პრეზიდენტი ხვალ შეხვდება საინიციატივო ჯგუფის წევრებს და, ბუნებრივია, კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში, პრეზიდენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები