პრეზიდენტი იმ საინიციატივო ჯგუფს შეხვდება, რომელთა წევრებიც კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის ჩაწერას ითხოვენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი 9 აგვისტოს იმ საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება, რომლებიც კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის ჩაწერას ითხოვენ.
„ხვალ, პრეზიდენტი შეხვდება საინიციატივო ჯგუფის წევრებს და ბუნებრივია კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.“ შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე პრეზიდენტს გადაუგზავნა. კანონმდელობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები