გიგა ბოკერია პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს – ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ბოკერიას საგამოძიებო ნაწილიდან უწყება დღეს დილით სახლში მიუტანეს. ბოკერია საგამოძიებო უწყებაში 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.