ავარიის გამომწვევ მიზეზებზე ადმინისტრირება მკაცრდება – თალაკვაძის ექსპერიმენტი (ვიდეო)

ავარიის გამომწვევ მიზეზებზე ადმინისტრირება მკაცრდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „მაესტროს ექსკლუზივში“ განაცხადა.
თალაკვაძის ინფორმაციით, უწყების მიერ განხორციელებული ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, ავარიების გამომწვევი ძირითადი მიზეზები არის სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრი, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომობილის მართვა და საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობა.
„როდესაც მძღოლი მობილურ ტელეფონს დახედავს, თუნდაც 2 წამის განმავლობაში, რომ წაიკითხოს რაიმე ტელეფონის ეკრანზე, ამ დროს ავტომობილი ქალაქში, ტრასაზე გადის მინიმუმ 35/40 მეტრ დისტანციას. წარმოიდგინეთ 40 მეტრ დისტანციაზე რეალურ მოძრაობაში მძღოლი პრაქტიკულად ვიზუალურ კონტაქტს არის მოწყვეტილი. სამწუხაროდ, ჩვენი მძღოლები უშვებენ იმ აზრს საკუთარ ფსიქიკაში, რომ საჭესთან შესაძლებელია ტელეფონს დახედო და წაიკითხო ან გააგზავნო რაღაც. ეს არის უდიდესი რისკი, რომელსაც საქართველოში მძღოლები ყოველდღიურად იღებენ, სწევენ და რიგ შემთხვევებში ეს მთავრდება ავტოსაგზაო შემთხვევით. ეს არის თითქოს უწყინარი მოქმედება მძღოლის, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდი რისკის შემცველი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები