გიორგი კვირიკაშვილმა ნიკორწმინდელებს მოუბოდიშა – გზის გადაკეტვის ბრძანება არასოდეს გამიცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკორწმინდის მოსახლეობას გზების გადაკეტვის გამო ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ ეს მისი ბრძანებით არ მომხდარა.
ამის შესახებ პრემიერმა რაჭაში ნიკორწმინდის ტაძრის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყოფნისას განაცხადა.
”ასევე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბოდიში მოვუხადო რაჭის მოსახლეობას იმიტომ, რომ გზა იყო გადაკეტილი, აბსოლუტურად არა ჩემი მიზეზის გამო, მაგრამ რატომღაც ვიღაცებს უთხრეს, რომ პრემიერის გამოა გადაკეტილიო. ვისაც შეექმნა უხერხულობა, ყველას ბოდიშს ვუხდი ამის გამო. ასეთი ბრძანება არასოდეს გამიცია”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები