პრემიერი დღეს რაჭას ეწვევა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი დღეს რაჭას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება ნიკორწმინდის ტაძრის აგების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას და სამონასტრო კომპლექსის კურთხევის ცერემონიალს.
პრემიერ–მინისტრი შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო “შაორის” სამშენებლო სამუშაოებსაც დაათვალიერებს, რომლის მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის– „უმასპინძლე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები