პრემიერის სიტყვით გამოსვლისას ვარშალომიძემ სცენაზე ასვლა სცადა

აჭარაში, შუამთობის დღესასწაულზე, ბეშუმში, ტრადიციულ დღესასწაულზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ვარშალომიძეც გამოჩნდა.
ის სპეციალურად დამონტაჟებულ სცენასთან იმ დროს მივიდა, როცა გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივებს სიტყვით მიმართავდა და შუამთობის დღესასწაულს ულოცავდა.
ვარშალომიძემ მხარდამჭერებთან ერთად სცადა, სცენასთან ახლოს მისულიყო და დამდგარიყო, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები