კახა კალაძე: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პაპუაშვილი იტყუებოდა

გიორგი პაპუაშვილის მხრიდან აშკარად იყო მცდელობა დისკრედიტაციის შესაბამისი სამსახურებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისა, რაც კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა.
მისი, თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იტყუებოდა, როდესაც მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ საუბრობდა, რადგან არცერთმა მოსამართლემ ზეწოლის ფაქტი არ დაადასტურა.
„მე ასევე მოვისმინე მოსამართლეების განცხადება, რომ არანაირი ზეწოლა და შანტაჟი არავის მხრიდან არ ყოფილა. ასე რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა,რომ პაპუაშვილი იტყუებოდა, თუმცა სანამ გამოვიტანდეთ რაიმე დასკვნას, ალბათ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გამოიძიების შემდეგ უფრო მეტი დეტალები გახდება ცნობილი“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები