ფიზიკური თეატრის კომპანია “გეკო” ბათუმის ხელოვნების ცენტრში სპექტაკლს – “ინსტიტუტი” გამართავს

ბრიტანული ფიზიკური თეატრის კომპანია ,,გეკო’’ ბათუმის ხელოვნების ცენტრში 12, 13 და 14 აგვისტოს სპექტაკლს – ,,ინსტიტუტი გამართავს. როგორც “კვირას” ორგანიზატორებმა აცნობეს, მრავალი ჯილდოს მფლობელი და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფიზიკური თეატრის კომპანია “გეკო” (Gecko) დიდი ბრიტანეთიდან ბათუმის ხელოვნების ცენტრში 12, 13 და 14 აგვისტოს წარმოგიდგენთ სპექტაკლს – ,,ინსტიტუტი’’, რომელიც ასახავს თბილ, სახალისო და სულისშემძვრელ ისტორიას ზრუნვის არსის ძიების შესახებ.
“სპექტაკლის ჩვენებები იმართება ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ერთობლივი ძალისხმევით, საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.
სპექტაკლის შესახებ: ვინმე ნამდვილად იზრუნებს თქვენზე როცა ეს დაგჭირდებათ? დაქუცმაცებული ემოციების უკუღმართ სამყაროში, სადაც ადამიანების ურთიერთობას გულგრილობის დაღი აქვს დასმული, სადაც მოგონებები მეხსიერების ბნელ კუნჭულშია მიჩქმალული, ურთიერთობები დეტალური განხილვის საგნადაა ქცეული, ხოლო პაციენტი ითავსებს მზრუნველის როლს და პირიქით, ოთხი ადამიანი მკურნალობის კურსს გადის, რათა გარე სამყაროსთან შესახვედრად მოემზადოს. თუმცა, ,,გეკოს’’ მიერ შექმნილ სამყაროში არაფერია ისე, როგორც თავდაპირველად შეიძლება მოგეჩვენოთ…
რას უნდა ელოდოთ სპექტაკლისგან?! სადა სცენოგრაფიას, რომელიც შედგება დოკუმენტებით სავსე უზარმაზარი კარადებისგან, რომელთა ერთი უჯრიდან ამოაქვთ და სხვაგან გადააქვთ მოგონებები, ურთიერთობები და საიდუმლოებები; ასევე უნდა ელოდოთ ოთხი მამაკაცი შემსრულებლის დახვეწილი მოძრაობებით წარმოდგენილ რთულ ქორეოგრაფიას, და კიდევ – გამაოგნებელი სინაზითა და სილამაზით სავსე სცენებს, რომლებიც სიბნელეში გამონათებული სინათლის სხივის შთაბეჭდილებას ახდენენ.
კომპანიას არაჩვეულებრივი გამოხმაურება აქვს პრესასა თუ სოციალურ მედიაშიც. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
ბრიტანული თეატრალური მეგზური: ,,ინსტიტუტი’’ გვთავაზობს ზოგჯერ კომიკურ, ზოგჯერ ულამაზეს სცენებს … და გვანიჭებს გაუცნობიერებელ ფიზიკურ და დამაინტრიგებელ სიამოვნებას“.
მაყურებლის გამოხმაურება:
„ჩვენ მოვედით ,,ინსტიტუტის’’ სანახავად და სრულიად გაოცებულნი ვართ სპექტაკლით. ფიზიკური თეატრი საოცარია და მაყურებლის ჩართვის საუკეთესო საშუალებაა“
„ძალიან ძლიერი და რელევანტურია. ძალიან ადვილად აკავშირებ საკუთარ თავს პერსონაჟებთან“
გამოხმაურება ტვიტერზე:
ჯორდან ჩანდლერი @julapoo “ვერ ვიძინებ, ჯერ კიდევ გეკოს თეატრის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. არასოდეს მქონია ასეთი გაუკონტროლებელი ემოცია თეატრში, უბრალოდ ულამაზესია”.
ნეილ იანკფორდი @earthmoveseco @GeckoTheatre “ინსტიტუტი სიგიჟემდე კარგი იყო, სასაცილო (სტერეოტიპული დუეტის საუბრები) და უმაგრესი”. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ბრიტანეთის საბჭოში:
მაია დარჩია, ხელოვნების პროგრამის მენეჯერი, მობ: 599 902 006 ,
e-mail: maya.darchia@ge.britishcouncil.org
ეკატერინე ფაცაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, მობ: 591 229 803;
e-mail: ekaterine.patsatsia@ge.britishcouncil.org.აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში:
თეონა ბერიძე, კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მობ: 599 940 363;
e-mail: theona.beridze@gmail.com
თეა ვადაჭკორია, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, მობ: 577 304 070
e-mail: teavadachkoria@gmail.com”, – ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები