“თინა ძალიან ეჭვიანი ადამიანია და უსუფაშვილს არ უნდა, რომ მას დამატებით ეჭვიანობის საფუძველი მისცეს“ (ვიდეო)

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნასთან დაკავშირებით ყოფილი მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებები უარყოფითად შეაფასა.
როგორც ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ხიდაშელს იმდენად უყვარდა თავისი კაბინეტი, რომ ვინც იქ მივიდოდა, ნებისმიერი ეზიზღებოდა.
„იმდენად უყვარდა მას თავისი კაბინეტი, რომ ნებისმიერი ეზიზღებოდა, ვინც იქ მივიდოდა. სხვა რომ ყოფილიყო, სხვა არგუმენტით იგივე აგრესიულობით გამოვიდოდა. უსუფაშვილს რაც შეეხება, ერთი ოჯახია და მისი ვალია, ცოლს მხარი დაუჭიროს, ასე რომ, უსუფაშვილისგან ეს არ მიკვირს.
საერთოდ, თინა ძალიან ეჭვიანი ადამიანია და უსუფაშვილს არ უნდა, რომ მას დამატებით ეჭვიანობის საფუძველი მისცეს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მინისტრის პოსტი ოფიციალურად დატოვა, მის შემცვლელად პრემიერ-მინისტრმა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია წარადგინა. მოგვიანებით, სწორედ პრემიერის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ყოფილი მინისტრი და განაცხადა: „პირდაპირ რომ ვთქვა, არ შეიძლება, ჯარს თავზე სუს-ი დაასვა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები