„რესპუბლიკური პარტიის” წევრებმა ფრაქცია დატოვეს და „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდნენ

„რესპუბლიკური პარტიის” წევრები „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ. ზუგდიდის რაიონის საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრებმა – თემურ მარკოზიამ და რევაზ თორდიამ ფრაქცია დატოვეს და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში” გაწევრიანდნენ.
როგორც „კვირას“ პარტია „რესპუბლიკელების“ პრესსამსახურში განუცხადეს, თემურ მარკოზიამ და რევაზ თორდიამ ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დღეს დატოვეს. თუმცა, პარტიაში მიზეზებზე არ საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები