ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მისი ნათესავები და მეგობრები არიან

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი მისი შვილის ნათლიაა.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ეს ფაქტი ვერ გახდებოდა მოსამართლის აცილების საფუძველი, რადგან თავად ამ საქმეში მხარეს არ წარმოადგენს.
“მე არ ვარ საქმის მონაწილე, წარმომადგენელიც არ ვარ “რუსთავი 2”-ის და სრულიად შეგნებულად, არამხოლოდ მაიასთან კავშირის გამო, ვადასტურებ, რომ ის ჩემი შვილის ნათლიაა. იგივე ქეთი ერემაძესთან კავშირის გამო, რომელიც ჩემი კურსელია, ზაზა თავაძის გამო, რომელიც მაია კოპალეიშვილზე უფრო დიდი ხანი მუშაობდა ჩემთან ერთად. ჩემთან კავშირებზე, რომ იყოს საუბარი, მაშინ ყველა ამ ადამიანის აცილება უნდა დადგეს.
ხელისუფლებისგან, რომელიც თვლის თავის ნაყიდი მოსამართლეებთან ერთად, რომ დედა ოჯახის წევრი არ არის, იმის მტკიცება, რომ ნათლიაა ოჯახის წევრი, ნამდვილად ვერ მოვისმენთ“, – აცხადებს გვარამია.
მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა არ უარყო, რომ გვარამიას შვილის ნათლიაა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გავარმიასთან ნათესაური კავშირის შესახებ „მაესტროს“ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას არ უპასუხა. “ვერანაირად ამაზე განსაზღვრულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“ – განაცხადა მოსამართლემ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე “რუსთავი 2“-ის დირექტორის, გვარამიას შვილის ნათლიამ განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები