მერაბ ტურავა: საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ყველა აქტუალურ საკითხს პლენუმი შეისწავლის

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ყველა აქტუალურ საკითხს, მათ შორის სარჩელების შესაძლო შეცვლასაც, პლენუმი შეისწავლის.
ტურავას თქმით, ყველა მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინდივიდუალურად შეისწავლოს, რის შემდეგაც პლენუმის სხდომა გაიმართება, მოსამართლეები წარმოადგენენ საკუთარ ხედვას და მომზადდება დასკვნა, რომელიც პლენუმმა უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება „რუსთავი 2“-ისა და ე.წ. კაბელების საქმეების განხილვა. გადაწყვეტილება ამის შესახებ, სავარაუდოდ, დასკვნაში აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები