„ერისიონი“-ს აღიარება კარიბის ზღვის კუნძულ მარტინიკზე

ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ერისიონი გასტროლებიდან საქართვლოში დაბრუნდა. ანსამბლმა Festival de fort de france-2016-ის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ყოველ წელს კარიბის ზღვის კუნძულ მარტინიკზე იმართება.
ფესტივალის 45 წლიანი ისტორიის განმავლობაში „ერისიონი“ მესამე ანსამბლია, რომელიც რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ Festival de fort de france -ში მონაწლეობისთვის განმეორებით მიიწვიეს. „ერისიონის“ კონცერტებმა მაყურებლის აღიარება მოიპოვა. ანსამბლის მიერ კარიბის ზღვის კუნძულზე გამართულმა კონცერტებმა ანშლაგით ჩაიარეს. ანსამბლი „ერისიონი“ მაყურებლის წინაშე მუსიკალური შოუ-პროგრამა „ქართული საგანძური“-ით წარსდგა.
ანსამბლი „ერისიონი“ ამ ეტაპზე Black Sea Arena-ზე წარსადგენად ემზადება. რეპეტიციები ყოვედღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ანსაბლ „ერისიონს“ საქართველოში პირველად აქვს შესაძლებლობა კონცერტი საერთაშორისო სტანდარტების მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ დარბაზში გამართოს. „ერისიონი“ Black Sea Arena -ზე განახლებული მუსიკალური შოუ-პროგრამით წარსდგება.
„ერისიონი“ ქართულ ანსამბლებს შორის პირველია, ვინც Black Sea Arena-ზე გამართავს კონცერტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები