ლადო ბოჟაძე: ბიზნესს აქვს საშუალება, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა დააფინანსოს

ბიზნესს აქვს საშუალება, სურვილის შემთხვეევაში, დააფინანსოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მისთვის მისაღები იქნება,
– ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ წინასაარჩევნო გარემოსა და მასში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების თანაბარი პირობების შეფასებისას განაცხადა.
„ხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ შემდეგ პაატა ბურჭულაძის პარტია მეორე ადგილზეა დაფინანსების თვალსაზრისით. მას უკვე 700 ათასი ლარი აქვს მობილიზებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს აქვს საშუალება, სურვილის შემთხვეევაში, დააფინანსოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მისთვის მისაღები იქნება. არ არსებობს სივრცე, სადაც პოლიტიკოსებს საშუალება არ ჰქონდეთ, წარადგინონ პოლიტიკური პროგრამა, წარმოაჩინონ საკუთარი კანდიდატები. ეს არის მნიშვნელოვანი, ერთი მხრივ, ამომრჩევლის ინფორმირებისა და, მეორე მხრივ, იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკოსებს ჰქონდეთ სივრცე იმისთვის, რომ თავიანთი სათქმელი მიიტანონ ამომრჩევლამდე“,- განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
მისივე თქმით, უამრავმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოხატა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, რაც, მათი აზრით, ნიშნავს, რომ ნამდვილად არსებობს არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების გარანტიები. ყველას აქვს განცდა, რომ ისინი შეძლებენ წარმატების მიღწევას. არაერთი პოლიტიკური სუბიექტი ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, ადგილებზე წარადგენს მაჟორიტარ კანდიდატებს, ხვდებიან ამომრჩეველს და დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე მათგანს დაეფიქსირებინოს, რომ ვინმე ხელს უშლის ან მოსახლეობას, ან პარტიის აქტივისტებს საკუთარი საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები