“გვარამია-კოპალეიშვილს შორის ნათესაური კავშირის დადასტურება, „რუსთავი 2“-ის საქმეზე რეალურ სურათს შექმნის”

გვარამია-კოპალეიშვილს შორის ნათესაური კავშირის დადასტურება, „რუსთავი 2“-ის საქმეზე უფრო რეალურ სურათს შექმნის, – ამის შესახებ „კვირას“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
მისივე თქმით, დღეისათვის არავითარი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკურად არის დაინტერესებული.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ კოპალეიშვილი შესაძლოა, ნიკა გვარამიას ბავშვის ნათლია იყოს, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განსაკუთრებულად ყვირის.
„რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ეს ფაქტი განსაკუთრებულად ყვირის. დღეისათვის არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე პოლიტიკურად არის დაინტერესებული. იმ ფაქტის დადასტურება, კოპალეიშვილი არის თუ არა გვარამიას ბავშვის ნათლია, ამ რეალობის დამატებითი შტრიხი იქნება. ამასთან, იმ საზოგადოების ნაწილისთვის იქნება დასტური, რომელთაც აღნიშნულთან დაკავშირებით ეჭვი ეპარებათ.
გვარამია-კოპალეიშვილს შორის ნათესაური კავშირის დადასტურება, „რუსთავი 2“-ის საქმეზე უფრო რეალურ სურათს შექმნის. თუ დადასტურდება, რომ გვარამია-კოპალეიშვილი არა მარტო სამსახურებრივად, არამედ პიროვნულადაც არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები, აღარ იქნება ეჭვი, რომ ამ საქმეზე კოპალეიშვილის დაინტერესება დიდია“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა „კვირასთან“ საუბრისას.
გავრცელებული ინფომაციით, მოსამართლე მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას შვილის ნათლიაა. იურისტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი ბადებს ეჭვს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმის საბოლოო შედეგზე მოსამართლის დაინტერესება იკვეთება.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, როდესაც საქმის მსვლელობისას პირადი ინტერესები იკვეთება, დამდგარი შედეგი ლეგიტიმაციის იმ ხარისხის ვერ იქნება, რომელიც საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებს. მდინარაძის თქმით, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე მოსამართლემ ნიკა გვარამიასთან ნათესაური კავშირი ფაქტობრივად დაადასტურა.
“ამაზე განსაზღვრულ კომენტარს ვერანაირად ვერ გავაკეთებ. თუკი საჭიროება მოითხოვს, განცხადებას გავავრცელებთ”, – განაცხადა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.
ცნობისთვის, მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები