გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს
შალვა თათუხაშვილის ოჯახი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას თათუხაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს.
“აშკარაა, რომ ჩემი ძმა ჩვენებას აძლევდა ზეწოლის ქვეშ. როგორც მასალებიდან ჩანს, ჩემი ძმა ამბობს, რომ 25 თებერვალს გადაძვრა ფანჯრიდან, რაც შეუძლებელი იყო, რადგან ჩვენ პირველ სართულზე გვაქვს უძრავი ე.წ. გისოსები. ვიდეოჩანაწერის დროს იგი არ იყო შალვა თათუხაშვილი, რაც სინამდვილეში. აშკარად ზეწოლის და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებოდა. როდესაც მოიყვანეს შალვა, გვითხრა: ძალიან ფრთხილად ვიყოთ, ყველას გვემუქრებიან, ბავშვებს გაუფრთხილდითო. მე შეიძლება დამიჭირონ, ციხეში ჩამსვან და მითხრეს, ციხეში გაიგებ შალვა თათუხაშვილო, შენი ოჯახის წევრები როგორ ნელ-ნელა იღუპებიან ან რაღაც მოსდით”, – აცხადებენ ოჯახის წევრები.