დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდებიან

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმი“ ბიზბესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში გრძელდება. კერძო სექტორს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით თბილისში მყოფი ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ცნობილი ეკონომისტები – დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი ხვდებიან.
ორდღიანი ფორუმი 4 აგვისტოს სასტუმრო „რუმსში“ გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის გაღრმავებას. საქართველოს პრემიერ მინისტრი, ეკონომიკურ გუნდთან ერთად, როგორც ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ინიციატორი, გახსნილია მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებთან მსჯელობებისთვის და განიხილავს სხვადასხვა მოდელებს ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ მინისტრთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამრეწველო პალატებთან და ა.შ. დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბლი წარმოადგენენ თავის ხედვებს და მოსაზრებებს ეკონომიკური პოლიტიკისა და განვითარების საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები