ბორჯომში მოსახლეობის უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

ბორჯომში აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ კომპანიის ტექნიკური სამსახური საგანგებო ვითარებაში მუშაობას ამ წუთებშიც განაგრძობს.
გუშინ ღამე, ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, მოტეხილმა ხეებმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ბოძები დააზიანა, რამაც ბორჯომში 6 000-ზე მეტი აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია.
მობილიზებულია კომპანიის არა მარტო ადგილობრივი, არამედ სხვა მომსახურების ცენტრების ტექნიკური ბრიგადები. ბორჯომში იმყოფება, აგრეთვე, კომპანიის მენეჯმენტი და ადგილზე აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას.
ტექნიკური ბრიგადების ოპერატიული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია მხოლოდ 1 000 აბონენტი.
ღამის განმავლობაში გადაადგილება გართულებული იყო, თუმცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დროულად მოხერხდა დაზიანების ადგილებში შეღწევა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება.
მუშაობა ამ წუთებშიც გრძელდება და დღის განმავლობაში კომპანიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები