ბორჯომის ისტორიული პარკის დიდი ნაწილი განადგურდა

სტიქიამ ბორჯომის ეროვნული პარკის დიდი ნაწილი პრაქტიკულად გაანადგურა. ამის შესახებ „კვირას“ ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა.
სტიქიის შედეგად ეროვნულ პარკში დამტვრეულია ხეები, ჩამსხვრეულია ლამპიონები, განადგურებულია პრაქტიკულად მთელი ინფრასტრუქტურა.
როგორც გამგებელმა აღნიშნა, სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად, სწორედ, ბორჯომის ისტორიული პარკი დაზარალდა. „ყველაზე სავალალო მდგომარეობა სტიქიამ ბორჯომის ისტორიულ პარკს შეუქმნა. პრაქტიკულად აღარ არსებობს. უფრო დეტალურად ზარალის შესახებ ინფორმაცია ხვალ გვეცოდინება. სიბნელე გარკვეულ შეფერხებას ქმნის“,-განაცხადა გამგებელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები