საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენებს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად რიო-დე- ჟანეიროში ოლიმპიური სოფელი დაათვალიერა. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენებს შეხვდნენ და მომავალ ასპარეზობაზე წარმატებები უსურვეს.
თავის მხრივ, ქვეყნის პირველ პირს სპორტსმენებმა მხარდაჭერისთვის და ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ქართველი გულშემატკივრების იმედები გაამართლონ.
“თქვენ ხედავთ, რომ რიოში უკვე აღიმართა საქართველოს დროშა, რაც ყველა ქართველს გულს გვიხარებს. ორმოცამდე სპორტსმენი ჩამოვიდა დღეს აქ და განწყობა მათში არის ძალიან შემართებითი. დარწმუნებული ვარ, რომ არაერთხელ აიწევა აქ, რიოში, საქართველოს დროშა.
მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ქართველებს ვინც მუშაობენ რიოში, ესენი არიან სპირტსმენები, ექიმები, საორგანიზაციო ჯგუფი, ეს ხართ თქვენ – ჟურნალისტები. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეხედავს ჩვენს ოლიმპიელებს და მაათთან ერთად იმღერებს საქართველოს ჰიმნს”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი, ოლიმპიურ სოფელში, ფრანგ კოლეგას – ფრანსუა ოლანდს შეხვდა. ლიდერებმა ფრანგ და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებები უსურვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ოლიმპიელებთან შეხვედრის შემდეგ, ქართველ სპორტსმენებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში ისადილეს.
13902753_609230865911857_4307921294916642328_n 13895458_609231099245167_3250314442435120140_n 13924841_609230965911847_7896040644900445875_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები