ბორჯომის რაიონის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია აღუდგა

ბორჯომის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია აღუდგა. ამის შესახებ „კვირას“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ძლიერმა წვიმამ ხეები მოგლიჯა, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. მათი ინფორმაციით, ამის გამო გართულებულია ტექნიკური სამუშაოები, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ამ წუთებში ბორჯომის რაიონში ელექტროენერგია არ აღდგენილა. დღეს ბორჯომში სტიქიამ სერიოზული პრობლემები შექმნა, რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. საჭირო გახდა მოქალაქეების ევაკუაციაც. ასევე ჩაიხერგა ბორჯომ-ხარაგაულის ცენტრალური გზა. გზის მეორე მხარეს დარჩენილი 50-მდე მგზავრის გადმოყვანა კი მაშველებმა შეძლეს. ბორჯომში ელექტროენერგია ამ დრომდე არ არის. შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც რეგიონში არსებულ ვითარებას აკონტროლებს, შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისიაც.
როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ბორჯომში წვიმამ გადაიღო. რეაგირება კი 170-მდე შეტყობინებაზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები