სოციალურ ქსელში ბორჯომის სტიქიის ამსახველი მორიგი ვიდეო ვრცელდება (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ბორჯომში ძლიერი წვიმის შედეგად არსებული ვითარების ამსახველი ვიდეო გავრცლედა. ძლიერი წყლის დინებამ ერთ-ერთ აფთიაქში შეაღწია.
დღეს ბორჯომში სტიქიამ სერიოზული პრობლემები შექმნა, რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. საჭირო გახდა მოქალაქეების ევაკუაციაც. ასევე ჩაიხერგა ბორჯომ-ხარაგაულის ცენტრალური გზა. გზის მეორე მხარეს დარჩენილი 50-მდე მგზავრის გადმოყვანა კი მაშველებმა შეძლეს. ბორჯომში ელექტროენერგია ამ დრომდე არ არის. შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც რეგიონში არსებულ ვითარებას აკონტროლებს, შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისიაც.
როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ბორჯომში წვიმამ გადაიღო. რეაგირება კი 170-მდე შეტყობინებაზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები