გიორგი პაპუაშვილის ექვსსაათიანი დაკითხვა დასრულდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ექვსაათიანი დაკითხვა დასრულდა. თუმცა დაკითხვის შემდეგ გიორგი პაპუაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
დაკითხვის შემდეგ, პროკურატურის გამომძიებელი ბექა კვიციანი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფებოდა, ჟურნალისტებს გაესაუბრა.
კვიციანის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პლენუმის თავმჯდომარის პასუხების შინაარსს ვერ გაასაჯაროებს. მისივე თქმით, საკითხზე ვრცელ განცხადებას პროკურატურა გაავრცელებს.
“პასუხების შინაარსს ვერ გეტყვით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. გამოკითხვა შეეხებოდა იმ განცხადებას, რომელიც ბატონმა გიორგიმ 21 ივლისს გააკეთა. მისი გამოკითხვა პირველად განხორციელდა ამ საკითხზე, უკვე გამოკითხულია ყველა მოსამართლე. დეტალებს საზოგადოება ოფიციალური განცხადების შემდეგ გაიგებს”, – აღნიშნა ბექა კვიციანმა.
გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები