არის თუ არა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლესა და მოსარჩელეს შორის ინტერესთა კონფლიქტი?!

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მაია კოპალეიშვილმა “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან ნათესაური კავშირის შესახებ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას არ უპასუხა.
მოსამართლე კოპალეიშვილმა პასუხი არ გასცა შეკითხვას, არის თუ არა ის ნიკა გვარამიას შვილის ნათლია.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მაია კოპალეიშვილმა “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარმიასთან ნათესაური კავშირის შესახებ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას არ უპასუხა.
შეკითხვა, “რუსთავი 2” საქმესთან დაკავშირებით მოსამართლესა და მოსარჩელეს შორის, სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტს ეხებოდა.
გავრცელებული ინფომაციით, მოსამართლე მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას შვილის ნათლიაა.
“ვერანაირად ამაზე განსაზღვრულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუკი საჭიროება მოითხოვს, განცხადებას გავავრცელებთ”, – განაცხადა მოსამართლემ.
ცნობისთვის, მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები