სტიქიამ ბორჯომ-ბაკურიანის გზა ჩახერგა – 50-მდე მგზავრი ადგილიდან მაშველებმა გამოიყვანეს

ბორჯომში სტიქიის შედეგად ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ჩაიხერგა, სადაც სტიქიის დროს, სავარაუდოდ, რამდენიმე ხე წაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. გზის მეორე მხარეს დარჩენილი 50-მდე მგზავრის გადმოყვანა კი მაშველებმა შეძლეს.

ამ წუთებში ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ბორჯომში ელექტროენერგია ამ დრომდე არ არის. შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც რეგიონში არსებულ ვითარებას აკონტროლებს, შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისიაც.

როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ბორჯომში წვიმამ გადაიღო. რეაგირება კი 170-მდე შეტყობინებაზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები