შსს – ბორჯომში სტიქიის შედეგად პანიკის საფუძველი არ არსებობს

ბორჯომში სტიქიის შედეგად პანიკის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა.
”ბორჯომში ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის შედეგად დატბორილია ქუჩები, საცხოვრებელი სახლის სარდაფები, წაქცეულია ხეები. მოსახლეობის დასახმარებლად გასულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები… დამატებით სამაშველო ჯგუფები მობილიზებულია ახალციხიდანაც. ამ დროისთვის სეტყვა და წვიმა შეწყდა… პანიკის მიზეზი არ არსებობს”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები