მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს შემოწმებას იწყებს
მთავარ პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ საჩივარი შევიდა. უწყების საგამოძიებო ნაწილში საჩივარი კომპანია „დელტაკომის“ წარმომადგენლებმა შეიტანეს. მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას შეისწავლის. როგორც “პრაიმტაიმის” პრესკლუბში კომპანია „დელტაკომის“ იურისტმა განაცხადა, საუბარია ტენდერზე, რომლის ღირებულებაც საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენდა.
“ტენდერში მონაწილეობდა ჩვენი კომპანია, თუმცა გაიმარჯვა სხვა კომპანიამ, რომლის შესრულებული სამუშაოები აბსოლუტურად არ შეესაბამება სატენდერო წინადადებას. ჩვენ ახლა შეგვაქვს განცხადება მთავარ პროკურატურაში, რათა ეს საქმე იქნას შესწავლილი. სხვა დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებთ, ვინადან ეს არის საიდუმლო ინფორმაცია”, – განაცხადა “კავკასიის განვითარების ფონდის” იურისტმა ლაშა უფლისაშვილმა. კომპანია “დელტაკომის” დამფუძნებელი “კავკასიის განვითარების ფონდია”, რომლის პარტნიორიც გახლავთ IBRD. კომპანია კომუნიკაციოების სფეროში ოპერირებს.