საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრა შედგა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრა შედგა, სადაც საუბარი აქტუალურ საკითხებს შეეხო.
ამის შესახებ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა.
„რაც იყო აქტუალური, საჭირო და გაჟღერებული, ყველა საკითხი იყო დაყენებული”, – აღნიშნა მერაბ ტურავამ.
მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის თქმით, საორგანიზაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა “რუსთავი 2”-სა და ე.წ. კაბელების საქმეებზე სარჩელების შესწორებას.
პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც უგულავა-კაბელების გაერთიანებული სარჩელის განსახილველად მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოში არ გამოცხადდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები