ირაკლი ღარიბაშვილი: "მაკდონალდსის" და "კოკა-კოლას" აფხაზეთში შესვლას პოლიტიკური რისკების გათვლა სჭირდება

garibashvili6

   “მაკდონალდსის” და “კოკა-კოლას” აფხაზეთში შესვლას სწორი შეფასება და პოლიტიკური რისკების გათვლა სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე მას გუნდთან კონსულტაცია ექნება.
“ამას სჭირდება სწორი შეფასება, პოლიტიკური რისკების გათვლა და სხვადასხვა საკითხების კარგად გარკვევა. ამაზე მექნება კონსულტაცია გუნდთან და ამის შემდეგ ჩვენ ინფორმაციას ბატონ ჭყონიას შევატყობინებთ”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები