ბათუმში სააკაშვილის ფიტული დაწვეს – ინციდენტისას ერთი პირი დააკავეს

აჭარაში ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს.
ადგილზე “ნაცმოძრაობის” წევრებსა და მოძრაობა “ჩვენი სამშობლოს” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
„ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენლებმა, რომელთა შორისაც არიან გია კორკოტაშვილი და ტრისტან წითელაშვილი, განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დრო დამთავრდა და იმის გამეორების უფლებას, რაც ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, აღარ მისცემენ.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციის მონაწილეების მისამართით სკანდირებდნენ: „მოღალატე“.
საერთო ჯამში, ბათუში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ 300-ზე მეტი ადამიანი შეკირიბება.
ინციდენტის დროს „ჩვენი სამშობლოს“ ერთ-ერთი წევრი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები