გიორგი კვირიკაშვილი: ქორწინებასთან დაკავშირებულ ცვლილებას აუცილებლად დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქორწინებასთან დაკავშირებული ცვლილება აუცილებლად დაფიქსირდება კონსტიტუციაში.
„ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ ეს პროცესი და ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ ამ ცვლილებას აუცილებლად დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.
საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: -”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები