დაბა გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაბა გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პირველ ფაზას იწყებს.
როგორც „კვირას“ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ მოინახულეს. გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რომლისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, 2016წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
სამუშაოებზე 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.
პროექტი, სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე, მოხდება მომხმარებლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
დაბა გუდაურში საკურორტო სეზონის დადგომისთანავე სასმელი წყლის მიწოდება ფერხდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა და 7000-ზე მეტი ტურისტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები