არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური შემადგენლობის მქონე სარჩელები ერთი და იგივე მოსამართლეებს ეწერებოდათ, რაც კითხვებს ბადებს

ჩნდება ეჭვი, ხომ არ იყო პაპუაშვილის განცხადებები ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებული, იმიტომ, რომ ყურადღების გადატანა ამ გარემოებებიდან მომხდარიყო სწორედ მის განცხადებაზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. იგი არ გამორიცხავს, რომ პაპუაშვილის განცხადებებს კონკრეტული მიზანი ჰქონდა.
როგორც თალაკვაძე ამბობს, პოლიტიკური შემადგენლობის მქონე სარჩელები მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იგივე მოსამართლეებს ეწერებოდათ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მისამართით ეჭვებს ბადებს.
„შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მოხდა სარჩელის შესაძლო შეცვლა. ეს, ბუნებრივია, ბადებს ეჭვებს და აჩენს კითხვებს, ხომ არ იყო გარკვეული წინასწარი კავშირი სასამართლოსთან და ხომ არ ელოდებოდა ამ სარჩელს უკვე ვინმე წინასწარ მომზადებული სცენარით სასამართლოში.
პოლიტიკური შემადგენლობის მქონე სარჩელები ეწერებოდათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იგივე მოსამართლეებს. ბუნებრივია, შეკითხვებს აჩენს სასამართლოს თავმჯდომარის მისამართით. ვფიქრობ, მოუწევს პასუხების გაცემა.
ჩნდება ეჭვი, ხომ არ იყო პაპუაშვილის განცხადებები ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებული იმიტომ, რომ ყურადღების გადატანა ამ გარემოებებიდან მომხდარიყო სწორედ მის განცხადებაზე. პროკურატურა და ყველა შესაბამისი უწყება დაინტერესებულია, რომ პასუხი გაეცეს იმ შეკითხვებს, რაზეც ვისაუბრე“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები