„საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმი“ გაიმართება

დღეს, სასტუმრო Rooms Hotel-ში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმი“ გაიმართება.
როგორც ”კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ეკონომისტები – დანი როდრიკი (ჰარვარდის უნივერსიტეტი) და ჩარლზ სეიბელი (ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტი).
მათივე ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს მიესალმება პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. ფორუმს გახსნის პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი.
ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამრეწველო პალატებთან, სტუდენტებთან, საბანკო სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან.
სამინისტროს ცნობით, დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბლი წარმოადგენენ თავის ხედვებს და მოსაზრებებს ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების საკითხებზე, გაიმართება დისკუსია ბიზნესის წარმომადგენლებთან, საბანკო და აკადემიურ საზოგადოებასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები