სუს-ის უფროსი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
როგორც “კვირას” სუსიდან აცნობეს, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. შეხვედრაზე საქართელოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა უსაფრთხოების სამსახურების ურთიერთთანამშრომლობის წვლილს ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში.
ვიზიტის ფარგლებში, სუს-ის უფროსმა გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის უფროს მადათ გულიევთან. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, რაც მნიშვნელოვანია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. საუბარი შეეხო უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანაშრომლობის მემორანდუმს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები